“ვტოვებთ ტრიბუნას და ვტოვებთ იქამდე, სანამ ტორპედოს მწვრთნელი დირკ შუსტერი იქნება." - ქუთაისის ტორპედოს ფანები თამაშებზე დასწრებას აღარ აპირებნენ.
განცხადებას ტორპედოს ფანკლუბი, ჯუნგლები ავრცელებს. “1 წლის წინ ტრიბუნა დავტოვეთ, რადგან შუსტერის გაშვებას ვითხოვდით. შემდეგ ვესაუბრეთ ტორპედოს ხელმძღვანელობას და კაპიტანს.
პატივი ვეცით მათ სიტყვას, გადავდგით ნაბიჯი უკან და დავბრუნდით ტრიბუნაზე, რადგან გვჯეროდა, რომ "ტორპედოს" ინტერესები ყველაფერზე მაღლა იდგა და სიტუაცია გამოსწორდებოდა.
1 წლის შემდეგ, ვხედავთ, რომ მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა - ყველაფერი უფრო უარესობისკენ წავიდა.
დღეს ტორპედო არ ჰგავს იმ გუნდს, რომელსაც ეს ქალაქი იმსახურებს. ზირასთან 0-6 მარცხი - ეს არის სირცხვილი, რომელიც თითოეულ "ტორპედოელს" გულში გვირტყამს.
ჩვენ ვტოვებთ ტრიბუნას და ვტოვებთ იქამდე, სანამ "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი არ შეიცვლება და გუნდში რადიკალური ცვლილებები არ მოხდება. შარშან ბევრი რამ გავითვალისწინეთ და დავბრუნდით. დღეს კი ფაქტია, რომ ყველამ თავი მოვიტყუეთ.
ჩვენი პოზიცია საბოლოოა, რომელსაც არანაირი დაპირება და არანაირი თხოვნა აღარ შეცვლის! წესით არჩევანის გაკეთება მარტივი უნდა იყოს - ერთ მხარეს შუსტერია, მეორე მხარეს კი "ტორპედო" ფანები და ქუთაისი: და სწორედ ამ არჩევანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება "ტორპედოს" მომავალი." - წერია განცხადებაში.
,,ზირასთან,, მატჩის შემდეგ ,,ტორპედოს,, მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა თქვა, რომ აგრძელებს გუნდში მუშაობას.
აზერბაიჯანის,,ზირასთან,, ქუთაისის,,ტორპედომ,, ორი მატჩის ჯამში 0:6 წააგო.