- პოლიტიკა
- გადასვლები: 1810
ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ,,პატრიოტთა ალიანსმა,, ილორის ტაძარს შესწირა, უკან დააბრუნეს
ოკუპირებული აფხაზეთიდან დააბრუნეს ხატი, რომელიც ,,პატრიოტთა ალიანსმა,, ილორის ტაძარს შესწირა. ხატი ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშია დაბრძანებული.ენგურის ხიდის გადმოკვეთის შემდეგ ხატს ბაგრატში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი დახვდა.სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ,,პატრიოტთა ალიანსის,, ლიდერის განცხადებით, ხატის დაბრუნების მსურველი და პროცესების მოწინააღმდეგე აფხაზეთში მხოლოდ 15 კაცი იყო.
,,ღვთის ნებაა ყველაფერი, რატომ ბაგრატის ტაძარში? ესეც ღვთის ნებაა. ეს ღვთისმშობელი იქნება შემწე დევნილთა და მოწყალე, რომელიც დაიცავს და გააძლიერებს საქართველოს, ასევე აფხაზებს და ოსებს. დღეს დიდი და მძიმე დღე იყო, ასევე ამაღლებული. ღვთისმშობლის წინააღმდეგ ბრძოლა არავის მოუგია. ძალიან სამწუხაროა, რომ, მთელი ამ დღეების მანძილზე, მე ვაკვირდებოდი არაადამიანურ პროცესს, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის ჯგუფები, თბილისში, სოხუმში, რომელთათვისაც არაფერი წმინდა არ არსებობს. დაიწყო პატარა ნაბიჯის გადადგმა და რამდენი მტერი აღმოაჩნდა ამ პატარა ნაბიჯს. არ ვიცი, რა გიხაროდათ, ღვთისმშობელს აბრუნებენო?,,-განაცხადა ირმა ინაშვილმა..
შეგახსენებთ, რომ აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ხატი დაბეჭდილი რეპროდუქცია იყო და არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა.ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირმა ინაშვილი და გიორგი ლორია იმყოფებოდნენ.