ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, ქალაქის საკრებულოს რიგით მე-13 სხდომაზე, 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა.
სხდომაზე ქალაქის მერმა განხორციელებული პროექტებისა და სხვადასხვა მიმართულებით გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა.
როგორც დავით ერემეიშვილმა აღნიშნა, გაზრდილმა ბიუჯეტმა (198 929 800 ლარი), საშუალება მისცა მუნიციპალიტეტს, არა მხოლოდ შენარჩუნებულიყო, არამედ, გაზრდილიყო არსებული პრიორიტეტების დაფინანსება - ინფრასტრუქტურის, დასუფთავებისა და გარემოს დაცვის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მერის მიერ 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობა დადებით შეაფასა.
სხდომაზე , ასევე, წარმოდგენილი იქნა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2024-2027 წლებში დასაფინანსებელი პროექტების ახალი საპროექტო წინადადებები.
