ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე მოძრაობა 2 კვირით აიკრძალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორი კვირით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მოძრაობა ასევე შეიზღუდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე და 112-ე კილომეტრებზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შემოსავლელ გზაზე გადაერთვება.

დროის ამ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადი ონის მიმართულებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის, ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა-ონის საავტომობილო გზების გამოყენებით და პირიქით.

დღის სიახლეები

სხვა სიახლეები

© 2020 Act2. ყველა უფლება დაცულია
ტელ: +995 558 35 06 15; ელ. ფოსტა: info@act2.ge

Search