ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა და მერის მოადგილემ შალვა მშვილდაძემ, ქუთაისელ პირველკლასელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს გამწვანების აქციაში.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მასში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება.
ქუთაისის საჯარო სკოლების 2000 - მა პირველკლასელმა, ქალაქის სხვადასხვა უბანში, რამდენიმე ჯიშის 2000- ზე მეტი ხე დარგო.
პროგრამის მიზანია ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.
