ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამები
ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.
მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და მომავალი თაობების აღზრდაში პედაგოგთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ღონისძიებას ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილეები დაესწრნენ.
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები არიან:
• ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ელისო აბრამიშვილი;
• თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, მირანდა ხაჯიშვილი;
• ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის №17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო ლარცულიანი;
• ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნარგიზი თავართქილაძე;
• თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ცისანა დოლიძე;
• ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, გვანცა ჭაბუკიანი;
• აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, რუსუდან ლომთაძე;
• ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი, მზიური შავაძე;
• ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელი, იამზე მსხვილიძე;
• ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, დავით ნიშნიანიძე.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული დღე 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაწესდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით უკვე მეოთხე წელია გამორჩეულ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია: სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო - 10 000 ლარი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 28 სექტემბერს დაიწყება.
სასწავლო წლის დაწყების ოფიციალური ღონისძიება 10:00 საათზე, უნივერსიტეტის ღია სივრცეში (თამარ მეფის ქ. №59) გაიმართება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ პირველკურსელებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ,ბაღდათის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძე, მერის მოადგილეები, პარლამენტის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი,ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო მშვილდაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გივი მიქანაძემ პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის.
შეხვედრაზე მინისტრმა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებზე ისაუბრა, ასევე პედაგოგების შეკითხვებს უპასუხა.
მასწავლებლის ეროვნული დღის ფარგლებში, მომავალი თაობების განათლებასა და აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ხუთ ღვაწლმოსილ პედაგოგს მადლობის სიგელები გადაეცა.
დაჯილდოვდნენ :ბაღდათის 1 და როკითის საჯარო სკოლის პედაგოგი ნუკრი კარკაძე;ვარციხის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა მარღანია;დიმის 1 საჯარო სკოლის პედაგოგი ნონა კანჯარაძე;როკითის საჯარო სკოლის პედაგოგი ერეკლე ხაზარბეგიშვილი; ფერსათის 2 და წითელ ხევის ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო გიორგაძე.
პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს და მომავალი თაობის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პარლამენტის დელეგატმა დეპუტატმა და ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების დასკვნითი ცერემონია 27 ოქტომბერს ქუთაისში გაიმართება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილე რევაზ კიკნაველიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ქალაქ ბაღდათის პირველ და მეორე საბავშვო ბაღებს ესტუმრა. მერმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, აღმზრდელებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
2026-2027 სასწავლო წელს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღებში 516 აღსაზრდელია რეგისტრირებული. საბავშვო ბაღებში პატარების სააღმზრდელო პროცესისთვის საჭირო გარემოა უზრუნველყოფილი.
კერძო და საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
სწავლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს ქუთაისის პირველმა პირებმა მიულოცეს.
სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით 2026-2027 სასწავლო წელს საჯარო და კერძო სკოლებში, სწავლას 2088 პირველკლასელი იწყებს.
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მოღვაწეები „საქართველოს სპორტის რაინდის“ წოდებით დააჯილდოვა. …
სამშაბათი ნოემბერი 03
In სპორტიშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და…
სამშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოებაქუთაისელი ვახტანგ ახობაძე მსოფლიოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა. მსოფლიო ჩემპიონატი პარამკლავჭიდში ინდოეთში გაიმართა. ვახტანგ ახობაძემ(60 კგ)…
ორშაბათი ნოემბერი 02
In სპორტიიმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, პირველ მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილთან და ქუთაისის მერ, დავით ერემეიშვილთან ერთად,…
ორშაბათი ნოემბერი 02
In საზოგადოებაარასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციასავრცელებს და კედლის მხატვრობის…
ორშაბათი ნოემბერი 02
In საზოგადოებასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო…
სამშაბათი ოქტომბერი 27
In განათლებააკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 28 სექტემბერს დაიწყება. სასწავლო წლის დაწყების ოფიციალური ღონისძიება…
ოთხშაბათი სექტემბერი 23
In განათლებასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ,ბაღდათის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
ოთხშაბათი სექტემბერი 23
In განათლებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილე რევაზ კიკნაველიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ქალაქ…
ორშაბათი სექტემბერი 21
In განათლებაკერძო და საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს ქუთაისის პირველმა…
სამშაბათი სექტემბერი 15
In განათლება