იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, პირველ მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილთან და ქუთაისის მერ, დავით ერემეიშვილთან ერთად, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ღირებულება 1 932 221 ლარია და საცხოვრებელი კორპუსების ფასადების სრულ განახლებას ითვალისწინებს. სამუშაოები ქუთაისის მასშტაბით რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
2026 წელს ქუთაისში ფასადების რეაბილიტაცია 26 ობიექტზეა გათვალისწინებული, რომელთა ჯამური ღირებულება 10 924 000 ლარს შეადგენს.
2026 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 158 996 771 ლარის ღირებულების 1681 პროექტი არის დაფინანსებული.
პროექტები ხორციელდება საგზაო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, სპორტული, კულტურული დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით.
