საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქალაქ ქუთაისში, N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მოინახულა.
სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაესაუბრა პატიმრებს და ადგილზე გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს. ინდივიდუალური შეხვედრებისას მსჯავრდებულებმა და ბრალდებულებმა სახალხო დამცველს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს და ინფორმაცია მიაწოდეს მათი უფლებრივი მდგომარეობის, პატიმრობის პირობებისა და სხვა პრობლემების შესახებ.
სახალხო დამცველი ასევე გაეცნო პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებს, მათ შორის მსჯავრდებულთა ჩართულობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს. ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობის პრობლემასა და დაწესებულებაში პატიმართა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის საკითხებზე.
