შავი ზღვის აკვატორიაში გარემოსდაცვით სახელმწიფო კონტროლს დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო ახორციელებს. სამმართველო საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა თუ ნავსადგომებში შემოსული გემების მონიტორინგს ახდენს.
შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში 219 გემის ინსპექტირება განახორციელეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 40 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 13 მცურავი საშუალებებიდან ზღვის დაბინძურების ფაქტია, რაც 100 000 ლარიან ჯარიმას და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს, 1 - გემიდან ზღვის საყოფაცხოვრებო-მყარი ნარჩენებით დაბინძურების ფაქტი, 6 - თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი, 1 - თევზჭერის წესებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის ფაქტი, 19 - სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერების ფაქტი.
წლის განმავლობაში ამოღებულია ზღვაში უკანონოდ ჩაგებული 40 ცალი სახლართი ტიპის ბადე.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 35 ათას ლარს აჭარბებს, სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა კი მილიონ ლარზე მეტია.
