მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ქუთაისელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
ინდოეთში ,(ნიუ-დელი) მიმდინარე მკლავჭიდისა და პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს.
23 წლამდელთა შორის, მარცხენა მკლავითავთანდილ თუთბერიძემ (100 კგ). ოქროს მედალი მოიპოვა; ნოდარ ბოჯგუამ (75 კგ). კი ვერცხლის მედალი.
მასშტაბურ სპორტულ ჩემპიონატში მსოფლიოს 63 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, სადაც საქართველოს ღირსებას ქუთაისელი მკლავჭიდელები წარმატებით იცავენ.
