ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე ლიპყინულის გამო შეზღუდვებია

ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
 საავტომობილო გზის კმ1-კმ124 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში 200 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში კოლხური ხოხბები გაუშვეს.

200 ფრთა კოლხური ხოხობი  ორ სოფელში -ობჩასა და ვარციხეში გაუშვეს, იქ, სადაც ფრინველების სიცოცხლისთვის   საჭირო გარემოა.

ხოხბების  გაშვებაში  მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ კიკნაველიძემ, მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით მშვილდაძემ და ადგილობრივმა მონადირეებმა მიიღეს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანი, კოლხური ხოხბის პოპულარიზაცია და ველური ფაუნის გამრავალფეროვნებაა.

ხოხბები ბაღდათის მუნიციპალიტეტს საჩუქრად  საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" გადასცა.

სამტრედიაში დააკავეს პირი,რომელმაც ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული პ.შ. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამტრედიაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 1978 წელს დაბადებული გ.ს. დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა პ.შ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაული ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შიმშილობის მე-15 დღეს ერთ-ერთი მაღაროელი შეუძლოდ გახდა

დღეს ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 126-ე და შიმშილობის 15- ე დღე. მოშიმშილე ტარიელ მიქაცაძე შეუძლოდ გახდა . მასთან რამდენჯერმე გამოძახეს სასწრაფო, თუმცა ის უარს აცხადებს  ჯანმრთელობის მონიტორინგზე. 

„ყველანაირ კონტროლზე, გასინჯვაზე, ჯანმრთელობის მონიტორინგზე თქვა უარი. წნევაც კი არ გაისინჯა და აცხადებს, რომ სანამ ჩემი მეგობრები არ გათავისუფლდებიან, მე სულ რომ გავითიშო და უგონოდ ვიყო, აქედან [მოშიმშილეთა კარვიდან] საკაცით გამიტანენ, არც ჩემი ფეხით წავალ აქედან და არც სასწრაფოს გავასინჯვინებ თავსო“, - ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი ტარიელ მიქაცაძის შესახებ.

ჭიათურაში 7 ადამიანი შიმშილობს, 3 მათგანს პირი აქვს ამოკერილი. ციხეში შიმშილობს ერთ-ერატი დაკავებულიც.მთავარი მოთხოვნა პატიმრობაში მყოფი 4 მაღაროელის გათავისუფლებაა.

როდემდე გაგრძელდება მზიანი ამინდები?

24-26 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. 

ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. 

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.  

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. 

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება. 

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება. 

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება. 

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 

დღის სიახლეები

სხვა სიახლეები

© 2020 Act2. ყველა უფლება დაცულია
ტელ: +995 558 35 06 15; ელ. ფოსტა: info@act2.ge

Search