ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ️ამ ეტაპზე სოფლის შიდა ქუჩებში რკინა- ბეტონის საფარი იგება და ეწყიბა სანიაღვრეები. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „ ჯთვ გოლდენ ეიჯი“ ასრულებს და იგი მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან ფინანსდება. აღნიშნული პროექტი გარდამავალია. სამუშაოების ნაწილი წელს განხორციელდება, მეორე ნაწილი კი გაზაფხულზე დასრულდება. ️სოფელ ხანში შიდა საუბნო გზების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთა, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.

5 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსი დაფიქსირდება, 5 აგვისტოდან კი 3-4 გრადუსით დაიკლებს. 

 
ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინოშნოს. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი იქნება.
იმერეთში COVID 19 154 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 281 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 180 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 101 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 099 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 638 790-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 12.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 800 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 591 180-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 595 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 494 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 154, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 79, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 82, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 989 საიდანაც, 1068 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 518, აჭარაში - 67, იმერეთში - 222. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 306 პირი, მათ შორის, თბილისში - 154, აჭარაში - 43, იმერეთში - 52. 29 921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კიდევ 250 000 ლარი დაიხარჯება გელათში არსებული მდგომარეობის შესასწავლად

გელათში არსებული მდგომარეობის შესასწავლად კიდევ 250,000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ  სალო, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი ფაქტი" წერს.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გეგმავს, რომ ამ მიზნით ხელშეკრულება უკონკურსოდ, გამარტივებული შესყიდვის გზით გააფორმოს. ამაზე თანხმობისთვის 23 თებერვალს შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს მიმართეს.

 
სააგენტო ხელშეკრულების საჩქაროდ გაფორმების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ გელათის კედლები გამოშრობის პროცესშია, რაც ახალი დაზიანებების რისკს აჩენს და ამიტომ, გადაუდებელი სამუშაოები სწრაფად უნდა დაპროექტდეს. 
 
 სააგენტოს სურს, რომ ღვთისმშობლის შობის ტაძარზე მოიხსნას ლითონის საფარი და მოჭიქული კრამიტის სახურავი, მის ნაცვლად კი დროებით გადაიხუროს ახალი, მსუბუქი სტრუქტურით. დაიწყოს ქვის ნესტისგან გამოშრობის სამუშაოები, დაამაგრონ მოხატული ზედაპირი, გაწმინდონ მხატვრობა და შეავსონ ბათქაშებს შორის სივრცეები.  
 
 ამ სამუშაოებამდე საჭირო კვლევებისთვის სააგენტოს უცხოელების დაქირავება სურს. მათ უნდა შექმნან "გაიდლაინები", წყლის გაჟონვით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად და გასცენ მითითებები დროებითი გადახურვის შესახებ.
 
 შესყიდვების სააგენტომ მათ დასტური პირველ მარტს მისცა, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელშეკრულება ამ დრომდე არავისთვის გაუფორმებია.  
გელათში დაზიანებების შესაჩერებლად საჭირო კვლევები დეკემბრის ბოლომდე უნდა ჩატარდეს.  
 
შეგახსენებთ, რომ უკვე ჩატარებულია რამდენიმე კვლევა, რომელშიც სააგენტომ იტალიურ კომპანიებს 323 ათასი ლარი გადაუხადა.  

დღის სიახლეები

სხვა სიახლეები

© 2020 Act2. ყველა უფლება დაცულია
ტელ: +995 558 35 06 15; ელ. ფოსტა: info@act2.ge

Search