ბორკილებით არ იკარგება თავისუფლება , თავისუფლებას ვკარგავთ მაშინ როცა ვჩუმდებით.-ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მას შემდეგ რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა.
„ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის. მე ახლა გავდივარ იმ გზას, რომელიც ბევრმა ღირსეულმა ქართველმა გაიარა საქართველოს თავისუფლებისთვის.
მე მხოლოდ ერთი ქართველი ვარ იმ ათიათასებიდან, ვინც არ ნებდება.
ბორკილებით არ იკარგება თავისუფლება , თავისუფლებას ვკარგავთ მაშინ როცა ვჩუმდებით.
მარცხისთვის განწირული რეჟიმი ცდილობს გადარჩეს მაგრამ ეს ვერ უშველით.
მე ვრჩები ქართველ ხალხთან!ვიბრძვით ღირსებით და ბოლომდე ,,-გიორგი ვაშაძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით