არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციასავრცელებს და კედლის მხატვრობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.
,,უბისა.მდგომარეობა მძიმდება.
მიუხედავად არაერთი მიმართვისა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უბისის უნიკალური მხატვრობის ბედით არ დაინტერესებულა!,,-წერს თორნიკე ბარათაშვილი.
უბისა მდებარეობს იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, თბილისი–ქუთაისის საავტომობილო გზასთან ახლოს.
მონასტერი ცნობილია თავისი უნიკალური ფრესკებითა და ქართული საეკლესიო მხატვრობის ნიმუშებით.
მონასტრის დაარსების თარიღი მეცხრე საუკუნეა და გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოსწავლეების სახელს უკავშირდება.
