ჩინეთის ქალაქ ნინბოში, ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 კაციანი შემადგენლობით წარსდგა.
ჩინეთიდან იწყება ლოს-ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ქულების მოპოვება.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო. ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის გადაწყვეტილებით, პლანეტის პირველობაზე ახალგაზრდა ძალოსნები გამოცდილებას მიიღებენ და სალიცენზიო ქულებისთვის ბრძოლაშიც ჩაერთვებიან.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ქუთაისელი ნანა ხორავაა, რომელიც გამარჯვების მოპოვებას 5 ნოემბერს შეეცდება.
7 ნოემბერს კი შეჯიბრში ხონელი მარიამ მურღვლიანი ჩაერთვება.
