- საზოგადოება
- გადასვლები: 3097
საქართველოს სამ რეგიონში ყოფილმა პატიმრებმა ბიზნეს საქმიანობის უფლება მოიპოვეს
პროექტში 460 ბენეფიციარი ჩაერთო.
პროექტში 460 ბენეფიციარი ჩაერთო.
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
იმერეთის რეგიონში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება.

მოქალაქეები ფასოდ ჩაიტარებენ ძუძუს კიბოს,საშვილოსნოს ყელის კიბოს , პროსტატის,არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგულ კვლევებს.
გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.
ორგანიზატორი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრია.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა საპილოტე პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საპილოტე პროგრამის მიმდინარეობა, მიღებული გამოცდილება და რეფორმის ახალ ეტაპთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების როლზე გაამახვილა. საუბარი შეეხო დაავადებების პრევენციას, ვაქცინაციას, სკრინინგს, დაავადებების დროულ გამოვლენასა და პაციენტებისთვის საჭირო სერვისების დროულ მიწოდებას.
ასევე, განიხილეს ის მიმართულებები და ამოცანები, რომელთა უზრუნველყოფა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს რეფორმის ახალ ეტაპზე მოუწევთ.
შეხვედრა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიმართა და მას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, რომლის მიზანია, ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით.
,,გვაქვს შემთხვევები, რომ დღეს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი. ან ოჯახი, რომელსაც 2024 წელს შეძენილი აქვს 2024 წელს გამოშვებული ავტომობილი. სოც დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა. ასევე ოჯახი, რომელსაც აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ა.შ.
ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლებიც, ამ მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას ვერც ახლა და ვერც წარსულში. სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო რესურსები უნდა ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ვისაც ეს ნამდვილად ეკუთვნის.
გვაქვს შემთხვევები, რომ დღეს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი. ან ოჯახი, რომელსაც 2024 წელს შეძენილი აქვს 2024 წელს გამოშვებული ავტომობილი.
სოც დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა. ასევე ოჯახი, რომელსაც აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ა.შ.,,-საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე .
ფეისბუქ გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად,, ინფორმაციას ავრცელებს.
,,ზესტაფონის N ბრიგადამ ქალაქში მდებარე ერთი-ერთი აფთიაქიდან გამოძახება ლოზუნგით -„უგონო“ მიიღო.
გამოძახებაზე მისულ ექიმებს ადგილზე დახვდა იატაკზე მწოლი 50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მოქალაქე ზეწოლებს უტარებდა (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალბატონი რეანიმატოლოგი იყო, რომელიც ამ ფაქტს შემთხვევით შეესწრო).
პაციენტს საძილე არტერიაზე არ აღენიშნებოდა პულსი, ხოლო მონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, სასწრაფოს ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პაციენტის მართვა პროტოკოლის მიხედვით. რეანიმაციული ღონისძიებების სრულყოფილად ჩატარების შედეგად აღდგა პაციენტის პულსი და სუნთქვა, რის შემდეგაც სასწრაფოს ბრიგადამ ფორსმაჟორით შეიყვანა ქ. ზესტაფონის ერთ-ერთ კლინიკაში.
ამ ეტაპზე მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს კარგად გრძნობს.,,-,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად,,.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და…
სამშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოებაქუთაისელი ვახტანგ ახობაძე მსოფლიოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა. მსოფლიო ჩემპიონატი პარამკლავჭიდში ინდოეთში გაიმართა. ვახტანგ ახობაძემ(60 კგ)…
ორშაბათი ნოემბერი 02
In სპორტიიმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, პირველ მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილთან და ქუთაისის მერ, დავით ერემეიშვილთან ერთად,…
ორშაბათი ნოემბერი 02
In საზოგადოებაარასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციასავრცელებს და კედლის მხატვრობის…
ორშაბათი ნოემბერი 02
In საზოგადოებასამტრედიაში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III აკურთხებს. ხონისა და…
ორშაბათი ნოემბერი 02
In რელიგია21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად…
ოთხშაბათი ოქტომბერი 21
In ჯანდაცვაიმერეთის რეგიონში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება. მოქალაქეები ფასოდ ჩაიტარებენ ძუძუს კიბოს,საშვილოსნოს ყელის კიბოს , პროსტატის,არტერიული…
ოთხშაბათი ოქტომბერი 14
In ჯანდაცვაპირველადი ჯანდაცვის რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა საპილოტე პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.…
ხუთშაბათი ოქტომბერი 01
In ჯანდაცვაჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, რომლის მიზანია,…
პარასკევი თებერვალი 20
In ჯანდაცვაფეისბუქ გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად,, ინფორმაციას ავრცელებს. ,,ზესტაფონის N ბრიგადამ ქალაქში მდებარე ერთი-ერთი აფთიაქიდან გამოძახება…
ოთხშაბათი იანვარი 28
In ჯანდაცვა