გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.
„ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნული მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტყიბული ,ვანი ,ხარაგაული ფა ჭიათურა -იმერეთის ამ მუნიციპალიტეტების სასწრაფო დახმარების ავტოპარკი განახლდა.
2023 წლის 21 მაისის მონაცემებით, საქართველოში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9998 აივ ინფიცირებული პირი.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აივ ინფიცირებულთა შორის 7464 – მამაკაცია და 2534 – ქალი, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.
„თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის წარმომადგენლებმა შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე აქცია-პერფორმანსით და პრესკონფერენციით აღნიშნეს.
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანა აღნიშნავს.
თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი აღნიშნულ თარიღს ტრადიციულად 1996 წლიდან მაისის ყოველ მესამე კვირა დღეს აღნიშნავს.
წლევანდელი წლის საერთაშორისო დევიზია „გვახსოვდეს და ვიმოქმედოთ!“
მსოფლიოში აივ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აივ ინფექციით სულ 84,2 მლნ ადამიანი დაავადდა და 40,1 მლნ-ზე მეტი გარდაიცვალა.
რაც შეეხება საქართველოს, 2023 წლის 21 მაისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9998 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 7464 – მამაკაცია და 2534 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4885 პაციენტს განუვითარდა, 2122 გარდაიცვალა.
30 აპრილის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 6149 (5484 + 665 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 41 (32 + 9 (აფხაზი ბავშვი)) - ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 32.8 % (3275) - ნარკოტიკების ინფექციური მომხმარებელია; 52.2 % (5222) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.8 % (1281) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (121) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % (42) - სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (57) - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3771 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1285; შემდეგ იმერეთში 1212; აჭარაში 1165; აფხაზეთში (554); კახეთში (494); ქვემო ქართლში (599); შიდა ქართლში (392); გურიაში (217); სამცხე-ჯავახეთში (141) და ა.შ.
2023 წლის 21 მაისის მონაცემებით დაფიქსირებულია – 219 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 229 ახალი შემთხვევა.
2023 წელს დარეგისტრირდა - 28 აივ ინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევა (25 მამაკაცია და 2 ქალი). 2022 წელს - 139 2021წ -144, 2020 წ - 157, 2019წ - 116, 2018 წ. - 135, 2017 წ. - 127, 2016 წ. - 168, 2015 წ. - 94, 2014 წ. - 84 პირი. სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 76 - ვაჟი, 53 - გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.
აივ/შიდსზე გამოკვლევა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში.
აივ ტესტირება უფასო და კონფიდენციალურია“, - აღნიშნულია თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შიდსის ცენტრის მედიკოსებმა ტრადიციულად გარდაცვლილი პაციენტების ხსოვნის პატივსაცემად სანთლები აანთეს და ჰაერში ბუშტები გაუშვეს.
„შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად სან-ფრანცისკოში აღინიშნა 1983 წელს ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს შიდსით დაავადებულებს და მათ ახლობლებს.
აღნიშნული თარიღის აღნიშვნის მიზანია, არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ გარდაცვლილთა მოგონებით, არამედ აქტიურად ჩავებათ მოქმედებაში ამ დაავადების პროფილაქტიკის, მკურნალობის და შიდსთან ასოცირებული სხვა პრობლემების გადასაწყვეტად. საქართველოში ჯერ კიდევ არის ეპიდემიის თავიდან აცილების შესაძლებლობა, ოღონდ საჭიროა ამ პრობლემის მიმართ უფრო სერიოზული ყურადღება როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეული ჩვენგანის მხრიდან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აქონდროპლაზიის საკითხზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა გამოთქვეს მზაობა, რომ დაავადების მართვის პროტოკოლი ერთი თვის განმავლობაში ჩამოაყალიბონ.
გარდა ამისა, როგორც გაბუნიამ იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღესვე უნდა შეფასდეს აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების სიმპტომები და მათი დაკმაყოფილება მოხდეს როგორც საქართველოში, ისე, საჭიროების შემთხვევაში, უცხოეთში.
„სამუშაო ჯგუფის წევრებმა, რომლებიც აქონდროპლანზიის პროტოკოლზე მუშაობენ, გამოთქვეს თავიანთი პოზიციები და განაცხადეს, რომ ტექნიკური მზაობა აქვთ, რათა პროტოკოლი ერთი თვის განმავლობაში ჩამოაყალიბონ. პროტოკოლი იქნება ბევრი მიმართულებით - იქნება აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მართვის სრულყოფილი სქემა. მათ შორის იქნება მედიკამენტის გამოყენების ჩვენებები იმ მონაცემებიდან და კვლევებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. შემდეგ სამუშაო ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მედიკამენტების ადმინისტრირების დეტალები. ვფიქრობთ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად მეტი სიცხადე გვექნება, რა გზას უნდა მივმართოთ მედიკამენტთან დაკავშირებით. ამავე დროს, გაკეთდა აქცენტი იმაზე, რომ მრავლობითი სიმპტომები და საჭიროებები, რაც ბავშვებს აქონდროპლაზიის შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს, უნდა შეფასდეს დღესვე. ამას გადავადება და ლოდინი არ სჭირდება. შემდეგ უნდა მოხდეს ამ საჭიროებების დაკმაყოფილება, იქნება ეს ჩვენს ქვეყანაში თუ უცხოეთის კლინიკაში. ექსპერტების რეკომენდაციასაც მივიღებთ ამ საკითხზე, თუ რომელ კლინიკას შეიძლება მივმართოთ უცხოეთში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება იმას, როდის გადაწყდება, მიიღებენ თუ არა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვები მედიკამენტს, გაბუნიამ განაცხადა, რომ „ამ გადაწყვეტილებას გარკვეული დრო დასჭირდება“.
„არ მინდა, ცრუ მოლოდინი შევქმნა. კონსულტაციები გრძელდება. ვფიქრობთ, გარკვეული პერიოდი და ის ერთი თვე, რაზეც ვისაუბრეთ, ასევე ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება იქნება ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა სხდომას აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების ერთი მშობელი მაინც, გაბუნიამ განმარტა, რომ აღნიშნული შეხვედრა პროფესიულ მსჯელობას დაეთმო, ხოლო მშობლების წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება, მეორე, უშუალოდ აქონდროპლაზიის საკითხზე მომუშავე ჯგუფის სხდომაში მიიღოს მონაწილეობა.
„მშობლების წარმომადგენელი არის სამუშო ჯგუფის წევრი. ეს შეხვედრა დათმობილი იყო პროფესიული მსჯელობისთვის და ტექნიკური საკითხები იყო განხილული, მათ შორის მედიკამენტების ანაზღაურების მექანიზმები სხვა ქვეყნებში. მშობლებს სამუშაო ჯგუფის შემდეგ სხდომაზე ექნებათ მონაწილეობის შესაძლებლობა. ორი ჯგუფი მოქმედებს. ერთი - იშვიათი დაავადებების საბჭო, რომელსაც ფართო პროფილი აქვს, ხოლო მეორე - სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქონდროპლაზიის პროტოკოლზე მუშაობს. ამ ჯგუფში აქონდროპლაზიის ბავშვების მშობლების წარმომადგენელი არის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოს პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.…
სამშაბათი ოქტომბერი 28
In საზოგადოებასაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41…
სამშაბათი ოქტომბერი 28
In საზოგადოებაველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში კოლხური ხოხბები გაუშვეს.…
ორშაბათი ოქტომბერი 27
In სხვა სიახლეებიარასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი სოციალურ ქსელში გელათის მონასტერში რჩეული ვითარების ამსახველ ფოტოს და…
ორშაბათი ოქტომბერი 27
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვის…
ორშაბათი ოქტომბერი 27
In საზოგადოებაჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციისთ, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება…
პარასკევი ოქტომბერი 10
In ჯანდაცვასაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2 სექტემბერს, ქუთაისში, 11:00 სთ-დან, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის წინ, კოლონებთან, მასშტაბური სკრინინგ-აქცია …
ოთხშაბათი აგვისტო 27
In ჯანდაცვა12 ივნისს, 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ქუთაისის ცენტრალური სკვერის მიმდებარედ, ჰიპერტენზიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება გაიმართება.…
ოთხშაბათი ივნისი 11
In ჯანდაცვა4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. იმუნიზაცია Abbott Biologicals…
ორშაბათი ნოემბერი 04
In ჯანდაცვაქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. ქუთაისში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება 11 სამედიცინო დაწესებულებაში…
კვირა ოქტომბერი 20
In ჯანდაცვა