ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში კოლხური ხოხბები გაუშვეს.
200 ფრთა კოლხური ხოხობი ორ სოფელში -ობჩასა და ვარციხეში გაუშვეს, იქ, სადაც ფრინველების სიცოცხლისთვის საჭირო გარემოა.
ხოხბების გაშვებაში მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ კიკნაველიძემ, მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით მშვილდაძემ და ადგილობრივმა მონადირეებმა მიიღეს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი, კოლხური ხოხბის პოპულარიზაცია და ველური ფაუნის გამრავალფეროვნებაა.
ხოხბები ბაღდათის მუნიციპალიტეტს საჩუქრად საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" გადასცა.
