საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის სამინისტრო 5000-მდე ოჯახს ბინებს დაუკანონებს.
მთავრობის დადგენილების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 5000-მდე ბინას ფაქტობრივად ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველი პირები და საქართველოს სხვა მოქალაქეები მიიღებენ.
თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 5000-მდე არაპრივატიზებული ბინა ირიცხება. მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ხონში, სენაკში, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში.
ბინებს მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები დაიკანონებენ.