,,საკმარისია ტყუილები“ ,,სად მიდის წლებია გზის დასაგები თანხები“- ამ და სხვა მზგავსი შინაარსის ტრანსფარანტებით ზედა მაღლაკის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს.
მაცხოვრებლებმა ადგილობრივი ხელისუფლება უყურადღებობასა და ცრუ დაპირებებში დაადანაშაულეს და საინფორმაციო სააგენტო Act2.ge-სთან იმ პრობლემებზე ისაუბეს რაც მათი თქმით მრავლადაა და წლებია არსებობს.
სოფელ მაღლაკის მაცხოვრებელთა თქმით სოფელში არ არის გზა საფრთხის შეცველია ხიდები უგზობის გამო ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც ჭირს.
ადგილობრივები აცხადებენ რომ თუ ერთი თვის ვადაში მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება უფრო მასშტაბურ აქციებს მერიასთან გამართავენ და გზას გადაკეტავენ.