ქუთაისელი მსროლელი,იოანე ხვარეშია ყაზახეთის “გრანდ პრიზე“ მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
ტურნირი ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტში 20 ოქტომბერს დაიწყო. ასაკობრივ გუნდებში ევროპის სამგზის ჩემპიონმა,იოანე ხვარეშიამ საკვალიფიკაციო ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარა და თავისთვის სარეკორდო ქულით - 584-ით მოიგო.
ქუთაისელმა მსროლელმა ფინალში 441.5 ქულა დააგროვა, ჩემპიონი 444.4 ქულით მასპინძელი კირილ ცუკანოვი გახდა.
