დღეს , 1 დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება.
აივ/შიდსი კვლავ რჩება განუკურნებელ, მაგრამ მართვად ინფექციად და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის
გლობალურ პრობლემად. 1 დეკემბერი არის დღე, როდესაც ადამიანები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან, რათა
გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.
შიდსის მსოფლიო დღე მოწოდებულია, შეახსენოს როგორც მთავრობებს, ასევე საზოგადოების თითოეულ წევრს, რომ აივ ინფექცია ტვირთად აწევს არა მარტო აივ დადებით პირებს და მათი ოჯახის წევრებს, არამედ მთლიანად
საზოგადოებას.
2004 წლიდან საქართველომ პირველმა და ჯერ-ჯერობით ერთადერთმა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში,უზრუნველყო აივ/შიდსის მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა. აივ-ზე ტესტირება ერთადერთი გზაა
აივ ინფექციის დიაგნოზის დასადგენად, ხოლო ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის დროულად დაწყება ერთადერთი საშუალებაა აივ ინფიცირებულის სიცოცხლის გახანგრძლივებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.
2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში
რეგისტრირებულია 9714 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7257 – მამაკაცი და 2457 – ქალია. 2059 პაციენტი გარდაიცვალა. მიმდინარე წელს დაფიქსირებულია აივ ინფექციის 552 ახალი შემთხვევა, შარშან შესაბამის პერიოდში
გამოვლინდა 492 ახალი შემთხვევა.
ანტირეტროვირუსულ თერაპიას იტარებს 5968 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.
აივ-ის გავრცელების გზებიდან ყველაზე გავრცელებული ჰეტეროსექსუალური კონტაქტაქტები და ნარკოტიკების
ინექციური მოხმარებაა.