დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს.
ჺქ" მნიშვნელოვანია, რომ ცხელ დღეებში ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ჯანმრთელობას. რადგანაც მაღალი ტემპერატურა არცთუისე კარგად აისახება ჩვენს ორგანიზმზე.
ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა.
საქართველოში მრავალწლიანი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის წელიწადში აღრიცხული დიარეით გამოხატული დაავადებათა რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი.
საკვებთან და სასმელ წყალთან ასოცირებული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია შემდეგი პრევენციული ღონისძიებების გატარება:
წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს 10 წუთი მაინც და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;
სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება, უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება დადეზინფიცირდება;
წყალსატევებში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი- ეს შეიძლება გახდეს დიარეით ან ლეპტოსპიროზით დაავადების მიზეზი;
მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი კარგად უნდა შეწვით ან მოხარშეთ;
ახლად მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ცხელად, ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს/წამოდუღდეს;
არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები."-წერია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.