საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მოღვაწეები „საქართველოს სპორტის რაინდის“ წოდებით დააჯილდოვა.
ქუთაისიდან ჯილდოები მიიღეს, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ჭიდაობის მწვრთნელებმა: თეიმურაზ მურღულიამ, კობა ახვლედიანმა, რევაზ ჩაჩხიანმა და მსოფლიო ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ.
სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შალვა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ ეს ჯილდო სპორტის სფეროში მათ მიერ გაწეული საქმიანობისადმი დიდი პატივისცემის და მადლიერების გამოხატულებაა.
