არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი სოციალურ ქსელში გელათის მონასტერში რჩეული ვითარების ამსახველ ფოტოს და ინფორმაციას აქვეყნებს.
,,მხატვრობის, ბათქაშის დეტალები, მარილის ღრუბლები ძალოვანი ხარაჩოს ბარიერების მიუხედავად იატაკმადე აღწევს. ამ ფონზე, თიკა ხურაძე 110 000 ლარიან ტენდერს აცხადებს კლიპის გადასაღებად, რომლის პროპაგანდისტულ არხებზე ხშირი ტრიალით, უნდათ საზოგადოებას დააჯერონ, რომ აქ ყველაფერი იდეალურად მიდის.,,-წერს თორნიკე ბარათაშვილი.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ინფორმაციით, მონასტერში დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულებულია.
