საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთი დაიკეტება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.კერძოდ, საავტომობილო გზის კმ1-კმ41 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.
