საქართველოს პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, დაზარალებულისგან მოტყუებით მოიპოვა სოციალური ქსელის „FACEBOOK”-ის პაროლის აღსადგენი კოდი, უკანონოთ შეაღწია მისი პროფილზე და დაზარალებულის მესამე პირთან პირადი ხასიათის მიმოწერას გაეცნო.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
