რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა იმერეთში,ზესტაფონის მუნიციპალიტეტში,სოფელ შორაპანში, ისტორიული რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და სარეკრეაციო სივრცის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
პროექტის მიზანია ტერიტორიის კომპლექსური განვითარება, შორაპნის ისტორიული და ინდუსტრიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მათი თანამედროვე, საზოგადოებრივი დანიშნულებით ფუნქციონირება.
რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შენობების თავდაპირველი იერსახით აღდგენას, ყოფილი დეპოს შენობა კი განიხილება როგორც საექსპოზიციო და შემეცნებითი სივრცე, რომელიც წარმოაჩენს რეგიონის ინდუსტრიულ და რკინიგზის ისტორიას.
