ქუთაისში ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის IV საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, ქუთაისის მერიისა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერით იმართება.
ორდღიანი კონფერენციის თემაა „ანტიკური სიმბოლოებიდან თანამედროვე ჰერალდიკამდე“. ღონისძიების მიზანია ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის სფეროში არსებული სამეცნიერო კვლევების, ისტორიული წყაროებისა და თანამედროვე მიდგომების წარმოჩენა, დარგის აქტუალური საკითხების განხილვა და სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებს შორის პროფესიული და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება.
