4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.
იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა.
ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა.
აცრა 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა.
ქუთაისში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება 11 სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება.
N4 შერეული პოლიკლინიკა-სულხან საბას 19.
N1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი-ტ.ტაბიძის 23.
ბავშვთა N3 პოლიკლინიკა-ჯავახიშვილის 85.
ბავშვთა და მოზრდილთა N4 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი-კოტე მესხის 5.
ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი,,ჰერა,,- ს.მესხის 67.
სამედიცინო ცენტრი დიომედი+ - ტოლბუხინის 15.
დ.ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრი- თამარ მეფის 5/7.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი- ჯავახიშვილის 83 ა.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი ო.ჩხობაძის სახელობის ქუთაისის მრავალპროფილური დაწესებულება- ჩხობაძის 20.
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი- ფოთის ქუჩა 40.
სსიპ.გ.აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის სამედიცინო ცენტრი- კოტე მესხის 5 ა.