დღეს საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.
ვანის,დმანისის,წალკისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წევრებს ირჩევენ.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ორი კანდიდატია რეგისტრირებული- ,,ქართული ოცნების,, და ოპოზიციის.
წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50 - მა ამომრჩეველმა მიმართა.
არჩევნებს 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდება, აშუქებს 8 მედიასაშუალება.
