ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 58-ე სეზონს ზაქარია ფალიაშვილის ოპერით ,,აბესალომ და ეთერი,, გახსნის.
სეზონის გახსნაზე მაყურებელი სამმოქმედებიან თეატრალიზებულ წარმოდგენას იხილავს, რომელშიც თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი მონაწილეობს.
აბესალომის პარტიას მოწვეული სოლისტი,საქართველოს სახალხო არტისტი თეიმურაზ გუგუშვილი შეასრულებს. ეთერისა და მურმანის პარტიებს კი ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები -თამარ ლებანიძე და ბაკურ კვირიკაშვილი იმღერებენ.
ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია, რომელიც სიყვარულის, ერთგულების, ღალატისა და ადამიანური ტრაგედიის მარადიულ თემებს ასახავს.
თეატრალიზებული წარმოდგენა 16 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.
შეგახსენებთ, ოპერის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა.
