დღეს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება.
გახსნა კინოთეატრ,,საქართველოში,, 19:00 საათზეა დაგეგმილი.ნაჩვენები იქნება რეჟისორ ლევან გაბრიაძის ფილმი ,,ჰარი ჰარალე დედაო,,.
ფესტივალი 17,18,19,20 და 31 ოქტომბერს გაგრძელდება და 22 ოქტომბერს, ნანა ჯანელიძის ახალი ფილმით, „გუჯი-ქმნილების ხელოსანით” დაიხურება.
დოკუმენტური ფილმი ქართველი წარმოშობის ფრანგი ხელოვანის, გუჯი ამაშუკელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ გვიყვება. ის გვახედებს ხელოვანის სახელოსნოში და გვაცნობს მის მხატვრულ სამყაროსა და შთაგონების წყაროებს.
დასწრება თავისუფალია.
