,, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, დაკეტილია ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ტურისტული ატრაქციები - მღვიმეები და კანიონები (პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე,მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხის კანიონი ) .
,, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, დაკეტილია ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ტურისტული ატრაქციები - მღვიმეები და კანიონები (პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე,მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხის კანიონი ) .
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს . 9-10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გუმათში გრძელდება, სადაც პოლიციას მეორე დღეა რკინის ჯებირები აქვს აღმართული.,,რიონის ხეობის მცველმა,, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ გუმათჰესთან ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ ჯგუფს ელოდებიან , ამიტომ შესაძლო დაპირისპირებისგან თავის ასარიდებლად მათ რკინის ჯებირებთან ტერიტორია დატოვეს და კარავთან გადაინაცვლეს.
,,ჩვენ არც ერთ ჯგუფთან არ გვაქვს პიროვნული დაპირისპირება. ახლა ვხედავთ რომ სხვა ,ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან აქ თავს , მივმართეთ პოლიციის უფროსს და ვუთხარით, რომ შეიძლება მოხდეს დაპირისპირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია, რაც ცალსახად ხელისუფლების ინტერესია, ამიტომ ამის თავის ასარიდებლად გავემიჯნებით ამ პროცესს და გადავინაცვლებთ ქვეით კარავთან, პოლიცია და ის ჩამოსული ჯგუფები დარჩებიან ერთმანეთის პირისპირ. ჩვენი მიზანი არ არის შევიდეთ ვინმესთან დაპირისპირებაში და ვემიჯნებით ძალადობას. მოდიან ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა, არ არის რთული მისახვედრი რისთვის შეიძლება მოდიოდნენ აქ. პოლიციას ვუთხარით ეს ყველაფერი და გავაფრთხილეთ , რომ იქონიოთ რეაგირება მაგრამ მათ თქვეს, რომ ვერ ექნებათ ამაზე ვერანაირი რეაგირება,,-ვარლამ გოლეთიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, გუმათჰესტან მიმდინარე აქციაზე მისვლას ქართული მარში და დომენიკ მანგო გეგმავენ.
აქციაზე,რომელიც ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ იმართება, ეკონომიკის მინისტრის გადადგომას ითხოვენ.შეკრებილებიც სკანდირებენ "გადადექი"
"მოვუწოდებთ პრემიერს, გაუშვით თანამდებობიდან ნათია თურნავა.თორემ მოგვიწევს გავაჟღეროთ მოთხოვნა , რომ გადადგეს ისიც და მთავრობაც.ეს ხალხი მოსულია, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცვათ ჩვენი მიწა"- აცხადებენ აქციაზე.
ქუთაისში კამპანია "პროტესტის 100 დღე" ფარგლებში ,,1000 მშობლის მარში,, გაიმართა.
კამპანია გმობს და უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას ქალების მიმართ. აქტივისტები და აქციის მონაწილეები მოითხოვენ სისტემურ ცვლილებებს როგორც სისხლის სამართლის კოდექსში,ასევე პროკურატურაში.
ქუთაისის პარალელურად ,მსგავსი მარში იმართება საქართველოს სხვა ქალაქებში,მათ შორის გორში,ზუგდიდში,მარნეულსა და რუსთავში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა.თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა, აჭარაში-483, იმერეთში-980, ქვემო ქართლში-296, შიდა ქართლში-222, გურიაში-122, სამეგრელო-ზემო სვანეთში-408, კახეთში-335, მცხეთა-მთიანეთში-130, სამცხე-ჯავახეთში-114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-19.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-126 904-მდე.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის, იმერეთში-247. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი, მათგან იმერეთში-45.
3 899 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში,აქედან 343-იმერეთში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 241 ადამიანი, იმერეთში-28.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 262 ადამიანი, მათ შორის , იმერეთში-4 605.
დღეს თბილისის დროით 08:07-ზე,რაჭაში , ქალაქ ამბროლაურიდან დასავლეთით 7კმ-ში, სოფელი ხონჭიორში 4.4( ML) მაგნიტუდის მიწისძვრა…
სამშაბათი ივნისი 23
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ქ. თბილისში…
სამშაბათი ივნისი 23
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და…
ორშაბათი ივნისი 22
In საზოგადოებაქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერთან, 26, 27 და 28 ივნისს ,,გემოფესტი,, გაიმართება. კულინარიულ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება…
შაბათი ივნისი 20
In საზოგადოება19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი,…
პარასკევი ივნისი 19
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20,…
პარასკევი მაისი 01
In სხვა სიახლეებისაქართველოს პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა…
ხუთშაბათი თებერვალი 26
In სხვა სიახლეები,,ტყიბულში მშრომელი გარდაიცვალა. 50 წლის კაცი შახტაში ნაშალის ქვეშ მოყვა. ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის უმძიმეს ტრაგედიას. შეგახსენებთ, რომ…
ორშაბათი თებერვალი 09
In სხვა სიახლეები3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი…
ორშაბათი თებერვალი 02
In სხვა სიახლეებიქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ,,ერთად ავანთოთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე,,-ამ…
ოთხშაბათი დეკემბერი 17
In სხვა სიახლეები