ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ ქანდაკებასთან დაკავებულ ინფორმაციას ეხამაურება და სიცრუეს უწოდებს.

,,ტელეკომპანია ,,ფორმულამ’’ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულ მამაკაცის ითიფალურ ქანდაკებასთან  დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. გვსურს გამოვეხმაუროთ ,,ტვ ფორმულას'' ფეისბუქ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ ცრუ ინფორმაციას.

„ბრინჯაოს კაცი“  -  მამაკაცის ითიფალური ქანდაკება, ბაღდათის მახლობლად არის ნაპოვნი და ძვ.წ. აღ. VIII საუკუნით თარიღდება.
ექსპონატი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს, (იმ დროს სახელწოდებით -საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი),  1924 წელს გადმოეცა და მისი სრული აღწერილობა ჯერ კიდევ 1915 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „იმერეთში''. 
გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„ძროს, რომელზეც დგას ქანდაკება წინ და უკან სამ-სამი ნალურსმნი აქვს, რაც იმას ამტკიცებს, რომ ქანდაკება ლურსმნებით ყოფილა დამაგრებული’’.
საპასპორტო მონაცემებით: ქანდაკება წარმოადგენს ორსქესოვან არსებას, რომელსაც  ქალის ტანი აქვს, სახე უწვერულვაშო, მაგრამ მამაკაცის გამომეტყველებით, თმა კი ქალურად აქვს უკან დახვეული. ეს ქანდაკება ყველა თავისი დამახასიათებელი ნიშნებითა და გამოხატულებით ფალოსის ღვთაება, ნაყოფიერების ჭეშმარიტი განსახიერებაა, რომელიც გამრავლებასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
მამაკაცის ითიფალური ქანდაკება ზუსტად ამ სახით, როგორც ფოტოზე ჩანს, წლებია წარმოდგენილია  მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში.,,-წერია ინფორმაციაში. 
 ქუთაისში, ავტოქარხნის ოლქში შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა 21.31% მივიდა

 
ქუთაისში, ავტოქარხნის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე ყველა საარჩევნო უბანი დახურულია.
 
 როგორც ქუთაისის 59_ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლარინა ლალიაშვილმა  განაცხადა, საარჩევნო უბნებზე 5490 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთი რეგისტრირებულთა 21.31%-ია. სულ ოლქში 25 836 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 
 
 შეგახსენებთ, ქუთაისში დღეს ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები ჩატარდა.არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობდა-"ქართული ოცნების,,წარმომადგენელი მიხეილ გიორგაძე  .
უცოდინარობა და მომხვეჭელობაა ამ პრობლემის მიზეზი-თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ავტობანის კონსტრუქციის ჩამოშლის ფაქტს ეხმაურება და ამბობს,რომ ჩინური კომპანია ისე აშენებს ავტობანს,არ ითვალისწინებს გარემო-პირობებს.

,, 2019 წელს, პანდემიამდე თურქი გეოტექნიკური ინჟინრების ჯგუფი მოვიდა ჩემთან. ერთ-ერთი საშუალო ასაკის არაჩვეულებრივი სპეციალისტი იყო. გავიკითხეო, ვისთან შეიძლება ამ პრობლემებზე ლაპარაკი და თქვენზე მითხრეს, უთხარით და გაიგებსო. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დამიქირავაო. ჩინური კომპანია აკეთებს სამუშაოებს ძირულაზე, ვერაფერს უგებენ და ჩვენ დაგვიქირავეს მაკონტროლებლადო. გეოლოგია შესწავლილი არ არის. ძალიან საშიში სეისმური რღვევაა იქ და არც ითვალისწინებენ არაფერსო, მშენებლობის ხარისხი საერთოდ უკონტროლოდაა და არ ჩავარდებით კარგ დღეშიო. ვიცი თქო მივუგე, თავად ვხედავდი ისე აწებებდნენ ამ სულელურ ბეტონს ფერდებს, გონზე არ იყვნენ ფერდის სტაბილურობის კვლევების და ამ რეგიონის ძალიან მძიმე გეოლოგიური პირობების. მოსახლეობამაც მომმართა ჩაერთეთო, ისეთი მუხტით აფეთქებდნენ, დაენგრა ხალხს სახლები. არ გაგვიკარეს ახლოს! იმ თურქულ ჯგუფთან ერთად ლაბორატორია გავაკეთეთ, ძალიან კარგი ჯგუფია გეოტექნიკური ინჟინრების. ჩვენ ამ სპეციალობის ხალხი საერთოდ არ გვყავს. 

უცოდინარობა და მომხვეჭელობაა ამ პრობლემის მიზეზი. 
ჩინური კომპანიის სახელი არ ვიცი, მოლითთან რომ ავაზაკები იყვნენ, ისინი არიან თუ სხვები.,,-თეა გოდოლაძე.
როდის დასრულდება რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოები?

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. 

 
რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, პარალელურად,  ყველა გვირაბზე მიმდინარეობს. სულ, 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 37 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები უკვე სარგებლობენ. 97 ხიდიდან, სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 91 ხიდზე, საიდანაც 52 უკვე აშენებულია. 6 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
 
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 მონაკვეთად არის დაყოფილი  (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი; ხევი-უბისას მონაკვეთი; უბისა-შორაპანის მონაკვეთი; შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი).
 
ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს. 
 
,, რიკოთის საავტომობილო გზის, ორი მნიშვნელოვანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები ფაქტიურად დასასრულს მიუახლოვდა, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მონაკვეთი გახდეს უფრიო გამტანუნარიანი. მომავალ წელს, როდესაც მთლიანად დასრულდება რიკოთის პროექტი და ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიზრდება ტვირთბრუნვა და გაიზრდება მგზავრთა ნაკადი, რაც პირდაპირ პროპორციულად იქნება ასახული იმერეთის რეგიონის განვითარებასთან“ - ზვიად შალამბერიძე.   
 
აქტიურად მიმდინარეობს რიკოთის საუკუნის პროექტი. მოვინახულეთ ყველა მონაკვეთი. გამორჩეულად დაწინაურებულია ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის მონაკვეთები, სადაც წლის ბოლოსთვის დაგეგმილი პროგრესი 87% და 83% გვექნება და შესაბამისად, ვგეგმავთ დაახლოებით 11კმ-დან 15კმ-მდე გზის მშენებლობის დასრულებას,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის ყველა მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
 
მინისტრის თქმით, მასშტაბურ პროექტებს ყოველთვის ახლავს სხვადასხვა ხასიათის გამოწვევები. ეს იქნება გეოლოგიური, მეწყრების სახით, მეტეოროლოგიური, ნედლეულის მიწოდების თუ სხვა.
 
მაგალითად, მეტალის მოწოდებასთან დაკავშირებით შეგვექმნა გარკვეული პრობლემები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოვახერხეთ გადაწყობა, მაინც გვაქვს მეტალის მასალის დაგვიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, აისახება სამუშაოების მიმდინარეობაზე. ამასთან, ხარისხი არის ჩვენი პრიორიტეტი და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული  კლიმატურ პირობებზე, რათა უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის საფარის მოწყობა. შესაბამისად, სწორედ ამაზეა დამოკიდებული წლის ბოლოსთვის დავასრულებთ თუ არა 11 კმ-იან და 15 კმ-იან გზის მონაკვეთებს,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
 
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, რიკოთზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესი, საერთო ჯამში, იძლევა იმის თამამად თქმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელს რიკოთის პროექტი დასრულდება და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც საერთაშორისო, რეგიონულ ჭრილში, ისე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
 
რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები პანდემიის პერიოდშიც არ გაჩერებულა. მაგისტრალის 2 კმ-იან ორ ზოლიან, ხევი-უბისას მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა.

დღის სიახლეები

სხვა სიახლეები

© 2020 Act2. ყველა უფლება დაცულია
ტელ: +995 558 35 06 15; ელ. ფოსტა: info@act2.ge

Search