- სხვა სიახლეები
- გადასვლები: 887
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ავტობანის კონსტრუქციის ჩამოშლის ფაქტს ეხმაურება და ამბობს,რომ ჩინური კომპანია ისე აშენებს ავტობანს,არ ითვალისწინებს გარემო-პირობებს.
,, 2019 წელს, პანდემიამდე თურქი გეოტექნიკური ინჟინრების ჯგუფი მოვიდა ჩემთან. ერთ-ერთი საშუალო ასაკის არაჩვეულებრივი სპეციალისტი იყო. გავიკითხეო, ვისთან შეიძლება ამ პრობლემებზე ლაპარაკი და თქვენზე მითხრეს, უთხარით და გაიგებსო. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დამიქირავაო. ჩინური კომპანია აკეთებს სამუშაოებს ძირულაზე, ვერაფერს უგებენ და ჩვენ დაგვიქირავეს მაკონტროლებლადო. გეოლოგია შესწავლილი არ არის. ძალიან საშიში სეისმური რღვევაა იქ და არც ითვალისწინებენ არაფერსო, მშენებლობის ხარისხი საერთოდ უკონტროლოდაა და არ ჩავარდებით კარგ დღეშიო. ვიცი თქო მივუგე, თავად ვხედავდი ისე აწებებდნენ ამ სულელურ ბეტონს ფერდებს, გონზე არ იყვნენ ფერდის სტაბილურობის კვლევების და ამ რეგიონის ძალიან მძიმე გეოლოგიური პირობების. მოსახლეობამაც მომმართა ჩაერთეთო, ისეთი მუხტით აფეთქებდნენ, დაენგრა ხალხს სახლები. არ გაგვიკარეს ახლოს! იმ თურქულ ჯგუფთან ერთად ლაბორატორია გავაკეთეთ, ძალიან კარგი ჯგუფია გეოტექნიკური ინჟინრების. ჩვენ ამ სპეციალობის ხალხი საერთოდ არ გვყავს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს დაზიანებები აღენიშნება -ამის შესახებ გრიგოლ ნარსიას ადვოკატებმა განაცხადეს.ადვოკატებმა დაკავებული უკვე მოინახულეს.
,,სამივეს ერთად არ გვიშვებდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორში, დაკავებულს აქვს დაზიანებები, მას დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ასევე გარკვეული პრობლემები შეიქმნა საქმის მასალების გადმოცემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოტივს, ეს დაკავშირებული არის ოჯახურ პირობებზე. ,,-განაცხადა ადვოკატმა
გრიგოლ ნარსიას ადვოკატები დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. საქართველოს ბანკის საქმეზე დაკავებულს ქუთაისის იურისტთა ასოციაციის 5 ადვოკატი იცავს. დღეს გრიგოლ ნარსიას მხოლოდ 3 ადვოკატი შეხვდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ️ამ ეტაპზე სოფლის შიდა ქუჩებში რკინა- ბეტონის საფარი იგება და ეწყიბა სანიაღვრეები. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „ ჯთვ გოლდენ ეიჯი“ ასრულებს და იგი მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან ფინანსდება. აღნიშნული პროექტი გარდამავალია. სამუშაოების ნაწილი წელს განხორციელდება, მეორე ნაწილი კი გაზაფხულზე დასრულდება. ️სოფელ ხანში შიდა საუბნო გზების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთა, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In პოლიტიკათავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია. განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა. "ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In პოლიტიკა13 და 14 სექტემბერს ქუთაისში,,Yellow Fest,,-მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში პირველ დღეს, 13 სექტემბერს იმღერებს…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო და სურსათში…
ოთხშაბათი სექტემბერი 10
In საზოგადოებაქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ დავით ნიშნიანიძე დაინიშნა. ახალი მოადგილე მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა წარადგინა.…
ოთხშაბათი სექტემბერი 10
In პოლიტიკაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით…
ოთხშაბათი აგვისტო 20
In სხვა სიახლეებიშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული…
ოთხშაბათი ივლისი 30
In სხვა სიახლეებიდღეს ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 126-ე და შიმშილობის 15- ე დღე. მოშიმშილე ტარიელ მიქაცაძე შეუძლოდ…
ხუთშაბათი ივლისი 03
In სხვა სიახლეები24-26 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა…
პარასკევი მაისი 23
In სხვა სიახლეები"მთავარი არხის" სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა. ,,5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით…
ხუთშაბათი მაისი 01
In სხვა სიახლეები