უცოდინარობა და მომხვეჭელობაა ამ პრობლემის მიზეზი-თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ავტობანის კონსტრუქციის ჩამოშლის ფაქტს ეხმაურება და ამბობს,რომ ჩინური კომპანია ისე აშენებს ავტობანს,არ ითვალისწინებს გარემო-პირობებს.

,, 2019 წელს, პანდემიამდე თურქი გეოტექნიკური ინჟინრების ჯგუფი მოვიდა ჩემთან. ერთ-ერთი საშუალო ასაკის არაჩვეულებრივი სპეციალისტი იყო. გავიკითხეო, ვისთან შეიძლება ამ პრობლემებზე ლაპარაკი და თქვენზე მითხრეს, უთხარით და გაიგებსო. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დამიქირავაო. ჩინური კომპანია აკეთებს სამუშაოებს ძირულაზე, ვერაფერს უგებენ და ჩვენ დაგვიქირავეს მაკონტროლებლადო. გეოლოგია შესწავლილი არ არის. ძალიან საშიში სეისმური რღვევაა იქ და არც ითვალისწინებენ არაფერსო, მშენებლობის ხარისხი საერთოდ უკონტროლოდაა და არ ჩავარდებით კარგ დღეშიო. ვიცი თქო მივუგე, თავად ვხედავდი ისე აწებებდნენ ამ სულელურ ბეტონს ფერდებს, გონზე არ იყვნენ ფერდის სტაბილურობის კვლევების და ამ რეგიონის ძალიან მძიმე გეოლოგიური პირობების. მოსახლეობამაც მომმართა ჩაერთეთო, ისეთი მუხტით აფეთქებდნენ, დაენგრა ხალხს სახლები. არ გაგვიკარეს ახლოს! იმ თურქულ ჯგუფთან ერთად ლაბორატორია გავაკეთეთ, ძალიან კარგი ჯგუფია გეოტექნიკური ინჟინრების. ჩვენ ამ სპეციალობის ხალხი საერთოდ არ გვყავს. 

უცოდინარობა და მომხვეჭელობაა ამ პრობლემის მიზეზი. 
ჩინური კომპანიის სახელი არ ვიცი, მოლითთან რომ ავაზაკები იყვნენ, ისინი არიან თუ სხვები.,,-თეა გოდოლაძე.

დღის სიახლეები

სხვა სიახლეები

© 2020 Act2. ყველა უფლება დაცულია
ტელ: +995 558 35 06 15; ელ. ფოსტა: info@act2.ge

Search