ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ ქანდაკებასთან დაკავებულ ინფორმაციას ეხამაურება და სიცრუეს უწოდებს.

,,ტელეკომპანია ,,ფორმულამ’’ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულ მამაკაცის ითიფალურ ქანდაკებასთან  დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. გვსურს გამოვეხმაუროთ ,,ტვ ფორმულას'' ფეისბუქ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ ცრუ ინფორმაციას.

„ბრინჯაოს კაცი“  -  მამაკაცის ითიფალური ქანდაკება, ბაღდათის მახლობლად არის ნაპოვნი და ძვ.წ. აღ. VIII საუკუნით თარიღდება.
ექსპონატი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს, (იმ დროს სახელწოდებით -საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი),  1924 წელს გადმოეცა და მისი სრული აღწერილობა ჯერ კიდევ 1915 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „იმერეთში''. 
გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„ძროს, რომელზეც დგას ქანდაკება წინ და უკან სამ-სამი ნალურსმნი აქვს, რაც იმას ამტკიცებს, რომ ქანდაკება ლურსმნებით ყოფილა დამაგრებული’’.
საპასპორტო მონაცემებით: ქანდაკება წარმოადგენს ორსქესოვან არსებას, რომელსაც  ქალის ტანი აქვს, სახე უწვერულვაშო, მაგრამ მამაკაცის გამომეტყველებით, თმა კი ქალურად აქვს უკან დახვეული. ეს ქანდაკება ყველა თავისი დამახასიათებელი ნიშნებითა და გამოხატულებით ფალოსის ღვთაება, ნაყოფიერების ჭეშმარიტი განსახიერებაა, რომელიც გამრავლებასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
მამაკაცის ითიფალური ქანდაკება ზუსტად ამ სახით, როგორც ფოტოზე ჩანს, წლებია წარმოდგენილია  მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში.,,-წერია ინფორმაციაში. 

დღის სიახლეები

სხვა სიახლეები

© 2020 Act2. ყველა უფლება დაცულია
ტელ: +995 558 35 06 15; ელ. ფოსტა: info@act2.ge

Search