დღეს ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 126-ე და შიმშილობის 15- ე დღე. მოშიმშილე ტარიელ მიქაცაძე შეუძლოდ გახდა . მასთან რამდენჯერმე გამოძახეს სასწრაფო, თუმცა ის უარს აცხადებს ჯანმრთელობის მონიტორინგზე.
„ყველანაირ კონტროლზე, გასინჯვაზე, ჯანმრთელობის მონიტორინგზე თქვა უარი. წნევაც კი არ გაისინჯა და აცხადებს, რომ სანამ ჩემი მეგობრები არ გათავისუფლდებიან, მე სულ რომ გავითიშო და უგონოდ ვიყო, აქედან [მოშიმშილეთა კარვიდან] საკაცით გამიტანენ, არც ჩემი ფეხით წავალ აქედან და არც სასწრაფოს გავასინჯვინებ თავსო“, - ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი ტარიელ მიქაცაძის შესახებ.
ჭიათურაში 7 ადამიანი შიმშილობს, 3 მათგანს პირი აქვს ამოკერილი. ციხეში შიმშილობს ერთ-ერატი დაკავებულიც.მთავარი მოთხოვნა პატიმრობაში მყოფი 4 მაღაროელის გათავისუფლებაა.