მთავარი არხის სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს შეწყდა

"მთავარი არხის" სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა. 

,,5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი მაყურებელი, ქართული საზოგადოება და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა; ღირებულებები, რომელთა გაღრმავებითაც ჩვენ არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსეულ წევრად უნდა დავრჩეთ და გადავრჩეთ; ღირებულებები, რომლებსაც ასე დაუნდობლად ებრძვის და ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს "ქართული ოცნება". 

ჩვენც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ჩვენი არხის არსებობა დაარსების დღიდანვე არ იყო მარტივი. ამ გზაზე გადავიტანეთ უამრავი გამოწვევა, რასაც ბევრი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა. ბევრი წარმატებაც გვქონდა და არც შეცდომებისგან ვიყავით დაზღვეული, თუმცა მათი გამოსწორებისა და არხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის უმძიმესი კრიზისების დროსაც კი არ დაგვიკლია ძალისხმევა. დახურვის პირასაც არაერთხელ ვყოფილვართ ამ წლების განმავლობაში, მაგრამ "მთავარი არხის" თითოეული თანამშრომლის პირადი თავდადებით, თავგანწირვით და ერთგულებით, რიგითი ადამიანებისა თუ ჩვენი პარტნიორების გვერდში დგომით, ზოგჯერ თქვენგან ჩარიცხული თითო ლარით ან, უბრალოდ, გამხნევებით, მაინც ყველა ჯერზე გადავრჩით და წარმოუდგენელ ვითარებაში ვინარჩუნებდით საქართველოს ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული კრიტიკული არხის პოზიციას. იმდენად, რომ, ხშირად, თვითონაც კი გვიკვირდა საკუთარი მოთმინებისა და მიღწევების.

ჩვენ მართლაც შეუძლებელს გავუძელით, მაგრამ, როგორც ეს საქართველოს ისტორიაში, სამწუხაროდ, ბევრჯერ ხდება, ჩვენი ციხეც შიგნიდან გატეხეს, გარე მტერი ვერ მოგვერია. ჩვენ დაგვანგრია სწორედ იმან, ვინც, თავის დროზე, ამ აუღებელი კედლების აშენებაში გვეხმარებოდა. ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი პირადი მიზნებისა თუ შურისძიების გამო დახურვამდე მიიყვანა "მთავარი არხი" და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსულ რეჟიმს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი ციფრული დეპარტამენტი - სოციალური ქსელები და ვებ-გვერდი განაგრძობს მუშაობას. სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად ჩვენ არანაირი საშუალება აღარ დაგვრჩა. 

დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით და გვისმენდით "მთავარი არხის" გუნდს, რომელიც ნებისმიერ ფასად აგრძელებდა თქვენთვის მუშაობას. კადრში თუ კადრს მიღმა, ჩვენ ისევ ძველი ღირებულებებით განვაგრძობთ ბრძოლას და ყველგან და ყოველთვის მთავარი იქნებით თქვენ, ქართველი ხალხი და ჩვენი საქართველო.

მომავალ შეხვედრამდე.,,-,,მთავარი არხის,, განცხადება 

ხვალ იწვიმებს, მომდევნო დღეებში გამოიდარებს-19-21 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

19 ნოემბერს საქართველოში (ძირითდად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება. 

ქ. თბილისში 19 ნოემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, ხოლო 20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +22 გრადუსამდე მომიმატებს. 

 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, ხოლო 20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +22 გრადუსამდე მომიმატებს. 

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +18 გრადუსამდე მომიმატებს. 

 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 19 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება. 

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 19 ნოემბერს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 19 ნოემბერს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 19 ნოემბერს ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 19 ნოემბერს ზოგან მოთოვს, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური გახდა პირველი ქართველი ჯუდოკა ისტორიაში, რომელმაც ოლიმპიური თამაშები ორჯერ მოიგო.

ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა ბექაური უკვე მეორე ოქროს მფლობელია.პარიზის ოლიმპიადაზე მან იაპონელი მეტოქე-სანშინო მურაო დაამარცხა  და საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ლაშა ბექაურმა სანშინო მურაო უკვე მეოთხედ დაამარცხა. 

შეგახსენებთ,ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალია. ვერცხლის ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

დღეიდან ოკაცეს კანიონი იხსნება

განახლებული ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის დღეიდან, 1 ივლისიდან იხსნება.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 

ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორდის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 520 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 70,5 ჰა-ს შეადგენს. კანიონის სიღრმე 35-50 მ-ია, სიგანე საშუალოდ 4 მ, ზოგიერთ ადგილას კანიონის კედლები თითქმის უერთდება ერთმანეთს და ბუნებრივ ქვახიდებს წარმოქმნის.

დღეისათვის კანიონი თავისებურ მიკროკლიმატს ქმნის, რაც განაპირობებს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მერქნიანი მცენარის საბინადრო გარემოს ჩამოყალიბებას.

საქართველოს ნაკრების თამაშს ბაღდათში ასობით მაყურებელმა უქომაგა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ჩეხეთის თამაშს, ბაღდათის ახლად რეაბილიტირებულ სკვერში ასობით ადგილობრივმა უქომაგა. 

საქართველოს ნაკრებმა დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა აიღო.თამაში ჩეხეთთან  ფრედ,1:1 დამთავრდა.

ევროპის ჩემპიონატის მატჩების ჩვენება, ბაღდათის ახლად რეაბილიტირებულ სკვერში განთავსებულ მონიტორზე ყოველ დღეა შესაძლებელი.

ევროპის ჩემპიონატის ტრანსლირება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ "ლიბერთი" ბანკის მხარადჭერით უზრუნველყო

ხვალ დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება

⛈️24 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.  

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

დღის სიახლეები

სხვა სიახლეები

© 2020 Act2. ყველა უფლება დაცულია
ტელ: +995 558 35 06 15; ელ. ფოსტა: info@act2.ge

Search