ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობის საპროტესტო აქცია მეთერთმეტე დღეა გრძელდება.
ადგილობრივებს კოროხნალის მაღაროსთან საპროტესტო კარავი აქვთ გაშლილი.მოსახლეობა სოფელში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მიერ მარგანეცის მოპოვებას აპროტესტებს.ისინი ამბობენ, რომ მრავალწლიანი სამუშაოების შედეგად,დაენგრათ და დაებზარათ სახლები.
2021 წელს, კომპანიასა და მოსახლეობას შორის დადებული ხელშეკრულება, დაზარალებულებისთვის კომპენსაციის მიცემას ითვალისწინებდა,თუმცა როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,შეთანხმება ამ დრომდე შეუსრულებელია.
თავის მხრივ , აქციის მონაწილეებს კომპანიამ პროტესტის დაწყებისთანავე უპასუხა.
,,2020-წლიდან სოფელ შუქრუთსა და პერევისაში ჯამში დაახლოებით 11 მილიონი ლარი გაიცა. კომპენსაციებით დაკმაყოფილების პროცესი დროებით გლობალურმა კრიზისმა შეაფერხა. მიმდინარე თვიდან კი თანხების გაცემა კატეგორიების მიხედვით განახლდა.,,-ჯორჯიან მანგანეზი .