ქუთაისი 24-25 ოქტომბერს ევროპის დღეებს უმასპინძლებს.
აქტივობები 24 ოქტომბერს, ველომსვლელობით დაიწყება .
ველომსვლელობა #ertad – მდგრადი გადაადგილების ხელშეწყობა
თარიღი: 24 ოქტომბერი | დრო: 12:00
წდგილმდებარეობა: ნიუპორტის ქუჩა №1
ველომსვლელობა გააერთიანებს ველოსიპედის მოყვარულებს, რათა გაიზარდოს ცნობიერება ეკომეგობრული ტრანსპორტის ალტერნატივების შესახებ.
კოსმორჩევები – საბავშვო კითხვის საათი
წიგნი: „სად გაქრა დედამიწა?“ – ია გაბუნიასგან
თარიღი: 25 ოქტომბერი | დრო: 13:00
ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის გამზ. №20 ( ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ )
საბავშვო მწერალი და ილუსტრატორი - ია გაბუნია წაიკითხავს წიგნს “სად გაქრა დედამიწა?”, რომელიც ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლის, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებასა და გარემოს. წიგნის პერსონაჟები ოლივერი და რეტი ბავშვებს დედამიწის გადარჩენის ‘კოსმორჩევებს’ გაუზიარებენ. კითხვის შემდეგ, პატარები სპეციალურ კედელზე წიგნის პერსონაჟებს გააფერადებენ.
ურბანული სივრცეების გამწვანება – ინტერაქციული ვორქშოპი
წამყვანი: არჩილ ღოღობერიძე
თარიღი: 25 ოქტომბერი | დრო: 13:00
ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის გამზ. №20 (ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“)
ფლორისტი და სტარტაპის დამფუძნებელი არჩილ ღოღობერიძე გაუძღვება ინტერაქციულ ვორქშოპს, რომელიც მონაწილეებს ასწავლის ურბანული გამწვანების მარტივ და შემოქმედებით მეთოდს - ‘Seed Bomb’-ის ტექნიკას. ვორქშოპის მონაწილეები თავად შექმნიან მცირე ზომის ნიადაგის ბურთულებს, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ყვავილის თესლი. შექმნილი ბურთულები მათ ქალაქის მიტოვებულ სივრცეებში უნდა გაფანტონ, რომ მეტი სიმწვანე შეიტანონ ურბანულ გარემოში. მონაწილეები ასევე მიიღებენ სიმბოლურ ეკომეგობრულ სუვენირებს.
„ჰაერის ხარისხი საქართველოში: რა ვიცით, რას ვგრძნობთ, რას ვაკეთებთ“ - კვლევის შედეგების წარდგენა
თარიღი: 25 ოქტომბერი | დრო: 14:30
ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის გამზ. №20 (ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“)
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში ჰაერის ხარისხის მიმართ საზოგადოების აღქმებისა და დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები. მონაწილეები გაიგებენ, თუ რას ფიქრობენ საქართველოში ადამიანები ჰაერის დაბინძურებაზე, როგორ აღიქვამენ რისკებს, რა დამცავ ზომებს იღებენ, რა უბიძგებთ ქმედებისკენ და რა ნაბიჯები იგეგმება ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
თოჯინების წარმოდგენა კლიმატზე და მეგობრობაზე
ორგანიზებულია GIZ-ის მიერ EU4ClimateResilience პროექტის ფარგლებში
თარიღი: 25 ოქტომბერი | დრო: 15:00
ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის გამზ. №20 (ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“)
თოჯინების ცოცხალი წარმოდგენა გააერთიანებს თხრობასა და მუსიკალურ ელემენტებს. მხიარული სიუჟეტი მოიცავს კლიმატის ცვლილების შესახებ მნიშვნელოვან გზავნილებს:
• კლიმატის ცვლილებები მნიშვნელობა და მისი საფრთხეები;
• კლიმატის გავლენა ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოზე;
• როგორ შეუძლიათ ბავშვებს მარტივი ქმედებებით- წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ხეების დარგვა და ბუნებაზე ზრუნვა.
სოციალური საწარმო VINTYLATOR - ის მწვანე მოდის ვორქშოპი
თარიღი: 25 ოქტომბერი | დრო: 15:30
ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის გამზ. №20 (ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“)
ვორქშოპის მონაწილეები დაზიანებულ მაისურებს ხელნაკეთი კლიშეების საშუალებით შეაკეთებენ. კლიშეებს კი ყოველდღიური ნარჩენებისგან დაამზადებენ. ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან, როგორ გადააქციონ ტექსტილის ნარჩენები ცხოველების სათამაშოებად, გასაღების საკიდებად ან უნიკალურ დეკორატიულ ნივთებად. ვორქშოპის მიზანია ნარჩენებისგან შექმნას ხელნაკეთი ნივთები და გადამუშავებული მასალების გამოყენებისა და მდგრადი მოდის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი.