სურსათის ეროვნულმა სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ. -ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ალისუბანი) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. ობიექტზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობებიც. ამავდროულად, დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
