წელს პირველად, საქართველოს უახლეს ისტორიაში ,მასწავლებლის ეროვნულ დღეს, 27 ოქტომბერს , ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემათ-სამკერდე ნიშანი და ფულადი თანხა.სკოლები წარადგენენ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა თუ თემის განვითარების საქმეში.თარიღი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით დაწესდა.გამარჯვებულები 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს გამოვლინდებიან.
ქუთაისის პირველი საჯარო სკოლიდან აღნიშნულ ჯილდოზე სკოლის სახელით დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი,ანა კაცაძეა წარდგენილი.ახალგაზრდა პედაგოგის კანდიდატურა სკოლის ადმინისტრაციამ და კოლექტივმა ერთხმად დაასახელა.
,,პარასკევს, ჩვეულ საქმეში ჩართულს დირექტორის,სალომე სარალიძის ზარი მაფხიზლებს: „ კათედრის ხელმძღვანელებთან და სასკოლო საზოგადოების წევრებთან მქონდა შეხვედრა. ყველა კრიტერიუმი განვიხილეთ და ყველამ ერთხმად შენი კანდიდატურა დაასახელა. ასე, რომ წარდგენილი ხარ, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქ.ქუთაისის N1 საჯარო სკოლის სახელით.„ კიდევ მითხრა რაღაც, მაგრამ აღარც კი გამიგონია, რადგან ყურებს მხოლოდ ჩემი გულის გამალებული ბაგაბუგი ესმოდა. ღმერთო ჩემო?! რამხელა პასუხისმგებლობაა! რა დიდი დაფასება და აღიარებაა, ისეთ ისტორიულ სკოლაში, რომელმაც თითქმის ყველა თაობის არაერთი სახელოვანი საზოგადო მოღვაწე და მამაულისშვილი აღზარდა. სკოლაში, სადაც დღემდე აკაკის და ექვთიმეს ნაფეხურებს კვალდაკვალ დავყვებით! სკოლაში, სადაც ამდენი ღვაწლმოსილი, კომპეტენტური, საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული პროფესიონალი, ამაგდარი მასწავლებელი ასწავლის, ყველა გენდოს და მხარი შენს კანდიდატურას დაუჭიროს! ღმერთო ჩემო, რა ბედნიერებააა! რით დავიმსახურეეე?! იმეორებს ჩემი გონება და გულისცემა კიდევ უფრო და უფრო იმატებს!
https://www.youtube.com/watch?v=WE1Y3JmL2W4
https://www.youtube.com/watch?v=S-F5fJKTc7g
https://www.youtube.com/watch?v=OM43OC0dvCE
სასწავლო წელი განახლდა დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში, ზეგანსა და საკრაულაში არსებულ მცირე კონტიგენტიან სკოლებშიც.


ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის რეაბილიტირებული საჭადრაკო სკოლა გაიხსნა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ.
შესაბამისი ინიციატივის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სტატუსი 30 ათასამდე სტუდენტს აქვს შეჩერებული, რომელთა დავალიანება ჯამში 40 მლნ ლარს შეადგენს.
„სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი მოვიკითხე და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა. 40 მლნ ლარის დავალიანებაა. მინდა მივმართო ჩვენს - მინისტრებს განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს, რომ შედგეს კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მიეცეთ, საშუალება კვლავ შეძლონ გააგრძელონ სწავლა”, - განაცხადა პრემიერმა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტისა…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაიმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა 4…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებამოქალაქე ნინო ალანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს,რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. …
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ ქართულ ტელევიზიას დაუწესა, სატელევიზიო დებატების ჩაშლას…
შაბათი თებერვალი 28
In პოლიტიკასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და…
ოთხშაბათი თებერვალი 18
In განათლებაინფრასტურქტურის მინისტრი ქუთაისის მეოთხე და მეშვიდე სკოლის მშობლებმა და მოსწავლეებს ბოდიშს უხდის.ამის შესახებ რევაზ სოხაძემ…
კვირა თებერვალი 01
In განათლებათერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში ხორციელდება შიდა სივრცის რეაბილიტაცია: განახლდება სკოლის შესასვლელი, გარემონტდება მესამე სართულის…
ხუთშაბათი დეკემბერი 11
In განათლებაჭიათურის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა.N7 სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. განახლდა…
ხუთშაბათი დეკემბერი 11
In განათლებაქუთაისში საბავშვო ბაღები 26 დეკემბრის ჩათვლით იმუშავებს.ინფორმაციას ბაგა-ბაღების გაერთიანება ავრცელებს. ,,ქ. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება გაცნობებთ,…
ოთხშაბათი დეკემბერი 10
In განათლება