ქუთაისის მუნიციპალიტეტში, 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100 % -ანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.
ადგილობრივი თვითმმართველობისგან მადლობის სიგელი და თანხა 104-მა სტუდენტმა მიიღო, რომლებმაც სხვადასხვა უნივერსიტეტში სრული სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს.
გრანტის მფლობელი ახალგაზრდების დაჯილდოება ქუთაისის მერიის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში განხორციელდა.