ქუთაისში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა.
ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა.
"ღვაწლმოსილი ქუთაისელის" წოდება მიენიჭა 5 პედაგოგს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურებიან მომავალი თაობის სწავლა-აღზრდის საქმეს.