ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი, სასულიერო პირებმა კი, პანაშვიდი გადაუხადეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლისთავზე ქუთაისში მხოლოდ ორი ვეტერანი ცხოვრობს, რომლებმაც მთავრობისგან ფულადი ჯილდო მიიღეს.
ვეტერანებს ორესტი ბერულავას და გუგული სალუქვაძეს ხელისუფლების წარმომადგენლები სახლში ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს.