2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე ისტორიული იყო.
2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე ისტორიული იყო.
საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ქვემო ქართლსა და იმერეთის რეგიონებშია, ყველაზე დაბალი კი კახეთში - ამასთან, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი, ყველაზე ბევრი, 1505.8 ლარი თბილისშია.
უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში უმუშევრობის მაჩვენებელი 30%-ია; ქვემო ქართლში 25.2%; იმერეთში 23.1%. სხვა რეგიონებში კი აღნიშნული სტატისტიკა ასე გამოიყურება: შიდა ქართლი 22.3%; თბილისი 19.5%; აჭარის ა.რ. 18.4%; გურია 17.1%; სამეგრელო-ზემო სვანეთი 15.7%; სამცხე-ჯავახეთი 14.9%; მცხეთა-მთიანეთი 14.7%; კახეთი 8.7%.
რაც შეეხება ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიურ ხელფასს, თბილისის შემდეგ მოდის მცხეთა-მთიანეთი, სადაც ეს მაჩვენებელი 1 296 ლარია.
დანარჩენ რეგიონებში შესაბამისი სტატისტიკა (ლარში) ასეთია: ქვემო ქართლი 1 181.6; აჭარის ა.რ 1 080.6; იმერეთი 1 045.9; სამეგრელო-ზემო სვანეთი 977.5; სამცხე-ჯავახეთი 962.4; კახეთი 901.1; შიდა ქართლი 861.9; გურია 763.4; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 726.8.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ავიაკომპანია და კიდევ ერთი მიმართულება დაემატა .
2023 წლის ნოემბრის თვეში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 133 732 მგზავრსა და 417 რეისს მოემსახურა.
მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო დაახლოებით 27 მლრდ ლარი, ბოლო 11-12 წელიწადში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება მინიმუმ 108 მილიარდი ლარი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს.
„დღეს განვიხილავთ უკვე ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ბოლო სამი თვის განმავლობაში, შეიძლება ითქვას პარლამენტთან, მთავრობაშიც, რა თქმა უნდა, მინისტრებთან სათითაოდ გავიარეთ ყველა ის საკითხი და ინიციატივა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ 2024 წელს. პარლამენტთან გვქონდა ძალიან ინტენსიური და ნაყოფიერი მუშაობა და საბოლოო ჯამში, დღეს წარმოვადგენთ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოვიდა.
ბიუჯეტი დაგეგმილი არის კონსერვატიულად. ჩვენ ჩავდეთ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე, ძალიან შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, 2,5% იქნება დეფიციტი და შემდგომ წლებშიც გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ეს შემცირების ტენდენცია. მთავრობის ვალი 38% იქნება მშპ-სთან, რაც ასევე ძალიან დაბალია და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 3 წელიწადში მოვახერხეთ მნიშვნელოვანი შემცირება მთავრობის ვალის და მომდევნო წლებშიც შემცირების ტენდენცია იქნება. კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა. მე შევახსენებ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. ანუ, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა ბოლო 11-12 წელიწადში, შეიძლება ითქვას. 86 მილიარდი ლარი და დოლარში 8500 დოლარს გადააჭარბებს უკვე, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით იქნება 8500 დოლარი. აქაც დოლარში გვაქვს გაორმაგება ბოლო 11 წელიწადში. ჩვენი პროგნოზით, უკვე 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება 108 მილიარდი ლარი, ესეც მინიმუმ, ასეთი პროგნოზი გვაქვს ჩვენ და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, 2024 წლის საერთო, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი, ანუ ჩვენ კიდევ გავზარდეთ, ჩვენ ამის თაობაზე მოგახსენებთ დეტალურად.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა.
საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა…
ხუთშაბათი აპრილი 16
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან, მერის მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან…
ოთხშაბათი აპრილი 15
In განათლებასაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ სიტუაციათან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის…
ოთხშაბათი აპრილი 15
In საზოგადოებამარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა. მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო…
სამშაბათი აპრილი 14
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.…
სამშაბათი აპრილი 14
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, სამუშაო ჯგუფთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
სამშაბათი მარტი 10
In პოლიტიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ ქართულ ტელევიზიას დაუწესა, სატელევიზიო დებატების ჩაშლას…
შაბათი თებერვალი 28
In პოლიტიკამთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14…
სამშაბათი თებერვალი 24
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის…
პარასკევი დეკემბერი 26
In პოლიტიკაქალაქის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომაზე , 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In პოლიტიკა