საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში მგზავრთნაკადისა და რეისების კუთხით,აეროპორტებში ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.
იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა 14 %-ით გაიზარდა.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2025 წლის პირველ ნახევარში 3 654 063 მგზავრსა და 17 ათასამდე რეისს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
გაერთიანების ინფორმაციით, რეკორდული იყო 2025 წლის პირველი ნახევარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსთვის. იანვარ-ივნისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 833 512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით.