Wizz Air - ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპის 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს, ხოლო 2026 წლიდან სრულიად ახალი - ბრატისლავას(სლოვაკეთი) მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. რეისები 12 იანვრიდან კვირაში ოთხჯერ შესრულდება.ამჟამად ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის 4 თვითმფრინავია ბაზირებული.
როგორც Wizz Air - ის წარმომადგენლების თქმით, საქართველო ავიაკომპანიისთვის სტრატეგიული მიმართულებაა.
ავიაკომპანიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი შეხვდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3 500 მ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. აღინიშნა, რომ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას, ასევე, აეროპორტი შეძლებს დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღებას
